Sabado, Mayo 3, 2014

ტრენინგის შეჯამება

    ჩატარებულ ტრენინგებს  შორის,  რასაც  კი დავსწრებივარ,ინტელის ძირითადი  სასწავლო  კურსი  ყველაზე მეტად მომეწონა, ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლეთ პროექტებით სწავლება.  გავეცანით  რვა მოდულს.
     პირველ  დღეს  გავეცანით  ინტელის ძირითადიკურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , შევქმენით   ბლოგი.
     მეორე დღეს   მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ  ბუკლეტები. ვისწავლეთ   ბლოგში სურათის  ჩაცმა.
   მესამე დღეს  გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.  გავიგე,  რა არის მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები .
   მეოთხე დღეს   განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ  დროში გაწერილი  გეგმები, შევისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  პორტფოლიოს  შექმნა  და ბლოგზე გადატანა.
       მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები  ბლოგზე,  შევქმენით  მოსწავლის ნიმუშის  ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის   სათაურის შეცვლა,   ბლოგის წაშლა,  აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
      მეექვსე დღეს    გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას,  შეფასებებს,  ვიმუშავეთ ბლოგზე.
   ტრენინგის  მე- 7  დღეც საინტერესო  გამოდგა.ამ  მოდულში გავეცანით,   რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იყოს  ყველა  მოსწავლის საჭიროება.   ვისწავლეთ   ბლოგის  გაჯეტში   საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
     მერვე დღეს  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსი. გადავხედეთ  პორტფოლიოს, ავტვირთეთ   ბლოგზე.
       ტრენინგის  მე-9 დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების  ჩასმა.   შევქმენით ალბომი  და გადავიტანეთ  ბლოგზე.   ბოლოს  ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ  წარადგინა  პროექტი.
   პედაგოგებმა  ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის  სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან  ამ პროგრამით  21-ე  საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს  ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც  დღევანდელი სლოლა წარმოუდგენელია.მე  კი,  პირადად , ჩემ  მიერ შეძენილ ცოდნას  გამოვიყენებ  მასწავლებლის  პორტფოლიოს  შესაქმნელად.

ტრენინგის მე-9 დღე

      ტრენინგი დავიწყეთ  გამეორებით:ფასილიტაცია, გაჯეტები, პორტფოლიოს ატვირთვა.   შევისწავლეთ ბლოგში  გვერდების ჩასმა,ასევე  ფოტო  ალბომის შექმნა და  ბლოგზე  გადატანა.  ამასთან ერთად ტრენერმა გვასწავლა,   როგორ უნდა წავშალოთ გვერდი.  შემდეგ  თითოეულმა მონაწილემ   პროექტები  წარადგინა.   

Linggo, Abril 27, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

       ტრენინგის მე-8 დღე საინტერესო გამოდგა. დავიწყეთ გამეორებით:  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება,ბლოგის გაჯეტში საათის ჩასმა,   პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა,გადავხედეთ  პორტფოლიოს,  ავტვირთეთ ბლოგზე,  ვისწავლეთპრეზენტაციის  ჩვენება სიტყვის  მონიშვნით.

Sabado, Abril 26, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

  ტრენინგი  გამეორებით  დავიწყეთ.გავიხსენეთ შეფასება, მოსწავლის პრეზენტაცია, ბლოგი, ბუკლეტი  ..შემდეგ განვიხილეთ  მოდული  6, აქტივობა   1  - ყველა    მოსწავლის  საჭიროების გათვალისწინება,  სსსმ  მოსწავლეებთან მუშაობა.   მოვიფიქრეთ მოსწავლის დავალება, პროექტის დღიური. ვისწავლეთ  გაჯეტში  საათის ჩასმა,  ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.

Martes, Abril 22, 2014

ტრენინგის მე- 6 დღე

    მეტად საინტერესო იყო ტრენინგის მეექვსე დღე.  გავიმეორეთ   გამოყენებული  ლიტერატურის შაბლონები,. კავშირები, კომენტარები ბლოგზე,მოსწავლის ნიმუშის ბლოგის შექმნა, გაჯეტები..გავაკეთეთ მოსწავლის  პრეზენტაცია,  განვიხილეთ  შეფასებების  მოკლე მონახაზი, როგორ შევაფასოთ მოსწავლეები   პროექტის მსვლელობისას.განვიხილეთ გეგმები. ვიმუშავეთ  ბლოგზე.

Huwebes, Abril 17, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

        ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ვისწავლეთ    გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, ასევე კომენტარების გაკეთება  ბლოგზე, როგორ გავაკეთოთ სხვის  ბლოგზე კომენტარი.ასევე ვისწავლეთ  როგორ ჩავსვათ სურათი ჩვენს   ბლოგში.შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში.ტრენერმა გაგვაცნო  ბლოგში სათაურის შეცვლა, წაშლა.გაჯეტებში სურათის ჩასმა, გამოკითხვა.

Sabado, Abril 12, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დაიწყო გამეორებით.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს. შევადგინეთ შეფასებების  გეგმები.შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია,შევქმენით  და გადავიტანეთ ბლოგზე.

Miyerkules, Abril 9, 2014

ტრენინგის მესამე დღე

მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ტრენინგის მესამე დღე, რადგან გავეცანით  მე-2 მოდულის აქტივობებს.ტრენინგი დაიწყო გამეორებით, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,გავეცანით სტანდარტით განსაზღრულშედეგებს,გავეცანით მიზნებს,,გამოვყავითმნიშვნელოვანი ცნებები,  გამოვკვეთეთ საკვანძო სიტყვები,და გავაკეთეთ გეგმის მინახაზი.

Linggo, Abril 6, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

     
        ტრენინგის მეორე დღე საინტერესო გამოდგა, რადგან ჩვენ განვიხილეთ Iმოდულის აქტივობები:პუბლიკაციების მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე,გამოცემის მომზადება. ტრენერმა ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების-პროექტების მიმოხილვით , გავიმეორეთ წინა დღის  მასალები,, გავეცანით ვორდის ინსტრუმენტებს, დავამზადეთ ბუკლეტები, ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა.



Sabado, Abril 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე


      ინტელის სასწავლო კურსი,  პროექტის  I მოდული  დავიწყეთ გაცნობით,  შემდეგ  ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსის მიზნები.    ასევე გავეცანით გზამკვლევს.      შევქმენით ჯერ  მთავარი პორთფოლიოს  საქაღალდე, რომელშიც
გავხსენით  რამდენიმე   საქაღალდე.      საქაღალდეებში შევიტანეთ  სასწავლო კურსის რესურსები.   განვიხილეთ   სხვადასხვა პროექტი,   შევქმენით ბლოგები.